ფილოსოფიის კლუბის

შესახებ

ფილოსოფიის კლუბის მიზანია გაავრცელოს ცოდნა ფილოსოფიის შესახებ, რათა დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩამოიყალიბონ სწორი მსოფლმხედველობა, შეხედულება, დამოკიდებულება და წარმოდგენა სხვადასხვა საკითხების მიმართ, როგორიცაა: რეალობა, ცოდნა, არსებობა და სხვა.

გახდი ფილოსოფიის კლუბის წევრი და მიიღე წვდომა კლუბის მიერ შედგენილ: ბიბლიოთეკაზე, ლექციებზე, სტატებზე, ლექსიკონზე, ენციკლოპედიაზე და სხვა ნაშრომებზე. იმისათის, რომ შეიძინოთ ჩვენი წიგნები დაგვიკავშირდით ნებისმიერ სოციალურ ქსელში

3

წევრი

2

წიგნი

233

გაყიდული

წიგნი

9

სტატია

ფილოსოფიის კლუბის

წიგნები და გამომცემლობა

ფილოსოფიის კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის საგმომცემლო საქმიანობა. ფილოსოფიის კლუბის წევრები წერენ და და თარგმნიან წიგნებს ფილოსოფიაზე. ფილოსოფიური წიგნების ღირებულება მეტად დიდია თანამედროვე საუკუნეში, რომელშიც მსოფლმხედველოვბის კრიზისს ყველგან ვაწყდებით. ფილოსოფიური ნაშრომები უზრუნველყოფენ საკითხის სიღრმისეულ გამოკვლევას, კითხვებზე პასუხების გაცემასა და ახალი კითხვების ფორმირებას.

book-cover

რწმენის მიღმა: ღმერთის საკითხი ფილოსოფიაში

ავთანდილ ლომთათიძე, თემურ ვაგიევი

არსებობს თუ არა ღმერთი? ხსენებული კითხვა ყველა ადამიანს გასჩენია გონებაში, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა მიიჩნევს რომ ამ კითხვაზე პასუხის მიღება შეუძლებელია. მოაზროვნეთა დიდი ნაწილი ესე არ ფიქრობდა. ამიტომაც, ბევრი მსჯელობის საფუძველზე შეიქმნა მრავალი არგუმენტი ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად და ამავდროულად ამ არგუმენტებს ყოველთვის იყენებდნენ, როგორც „იარაღს“ დებატებში თუ ფილოსოფიურ პოლემიკებში. წიგნში განხილულია ყოველი პოპულარული არგუმენტი, მათი ძლიერი მხარეები და სისუსტეები. მკითხველი გაეცნობა, როგორც არგუმენტს, ასევე მისი გააზრების სხვადასხვა ხერხებს. წიგნის მიზანია - საკითხით დაინტერესებულ ინდივიდებს მიანიჭოს მაქსიმალური ინფორმაცია მინიმალურ დროში. ნაშრომი დატვირთულია ლაკონიური, ლოგიკური მსჯელობებითა და ზოგადი ინფორმაციით, რაც ემსახურება მკითხველის ცნობიერების ამაღლებას მოცემულ საკითხებზე. ნაშრომში არის განხილული 21 არგუმენტი, მკითხველს შეუძლია მათზე ზუსტი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ასევე წიგნს დართული აქვს სიტყვათა განმარტება, რომელიც მკითხველს გაუმარიტივებს ნაშრომის გააზრებას კონტექსტუალურ დონეზე.

ელექტრონული ვერსიის შესაძენად ეწვიეთ ვებსაიტს saba.com.ge


ფიზიკური წიგნის შესაძენად დაგვიკავშირდით ნებისმიერ სოციალურ ქსელში.

ფასი:

20

ლარი

146

გვერდი

184

გაყიდული

წიგნი

book-cover

მართლმადიდებლობის თეოლოგიური კრიტიკა

ავთანდილ ლომთათიძე

წიგნში წარმოდგენილია არგუმენტები და კონცეპტები, რომლებიც ააშკარავებენ მართლმადიდებლობის არაბიბლიურობას. ნათლად არის ნაჩვენები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში არსებული ხარვეზები, რომლებიც დენომინაციას დიდ პრობლემას უქმნის. მართლმადიდებლობისა და ბიბლიის თეოლოგიური უთანხმოება მართლმადიდებლური ეკლესიის თავად იმ ფუნდამენტს ანადგურებს, რომელზეც მთლიანი ქრისტიანული თეოლოგია ემყარება, ანუ ბიბლიას. წიგნის თემატიკა სწორედ ამის გამოაშკარავებაა.

ელექტრონული ვერსიის შესაძენად ეწვიეთ ვებსაიტს saba.com.ge


ამჟამად ყველა ფიზიკური წიგნი გაყიდულია.

86

გვერდი

49

გაყიდული

წიგნი

ფილოსოფიის კლუბის

დამფუძნებლები

ფილოსოფოსი, ორი წიგნის ავტორი: "მართლმადიდებლობის თეოლოგიური კრიტიკა" და "რწმენის მიღმა: ღმერთის საკითხი ფილოსოფიაში"

ავთანდილ ლომთათიძე

ფილოსოფოსი

ფილოსოფოსი, წიგნის ავტორი: "რწმენის მიღმა: ღმერთის საკითხი ფილოსოფიაში"

თემურ ვაგიევი

ფილოსოფოსი

სტოიციზმის მკვლევარი, მთარგმნელი

გურამ კაკულია

ფილოსოფოსი

გაწევრიანდით ფილოსოფიის კლუბის დისქორდ სერვერზე

დისქორდ სერვერი არის ფილოსოფიის კლუბის მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა. დისქორდ სერვერზე ტარდება სხვა და სხვა აქტივობები, როგორებიცაა: დებატები, ლექციები, დისკუსიები, წიგნის განხილვები და სხვა.

დისქორდ სერვერზე გაწევრიანება