არისტოტელეს წიგნს: „ნიკომაქეს ეთიკას“ რადიკალური სახე, რომ მივანიჭოთ იქნება კითხვაზე პასუხი, სადაც კითხვა არის: რატომ უნდა ვიკითხოთ ან ვისწავლოთ ეთიკა? არისტოტელე თავისი წიგნით, რომ პასუხობდეს ამ კითხვას, პასუხი იქნებოდა: იმიტომ, რომ ეთიკის შესწავლა საზოგადოებას დაეხმარება იცხოვროს უკეთესად.
არისტოტელეს ეთიკის ფილოსოფია წარმოადგენდა იმას, თუ რატომ არის განათლებული აგენტი უკეთესი ვიდრე გაუნათლებელი იმის ფონზე, რომ განათლებული ადვოკატი არის უკეთესი ადვოკატობაში ვიდრე გაუნათლებელი. არისტოტელეს ეთიკის ფილოსოფია წარმოაჩენს თავის უნიკალურობასა და ამდენადვე პრობლემატურობას, რადგან, არისტოტელესთვის, იყო კარგი ნიშნავს, რომ უნდა იყო კარგი იმაში, რაც ადამიანებმა უნდა გააკეთონ, ან რასაც მათთვის სარგებელი მოაქვს. ნიკომაქეს ეთიკის ფილოსოფიური ფუნდამენტის გამოყენებით არისტოტელე ისახავს მიზანს, რომ ადამიანები თუ კარგსა და სწორ ეთიკას გაჰყვებიან, მაშინ ისინი მიაღწევენ მიზანს, რომელიც არისტოტელესთვის არის ადამიანთა უზენაესი ყოფა (Bykova, 2017).
სიქველის ეთიკის ფილოსოფიის მიხედვით, არისტოტელე აყალიბებს ისეთი ხარისხებს, რომლებიც ადამიანებს სჭირდებათ ადამიანური ცხოვრებისთვის. მაგალითად: ადამიანს უნდა შეეძლოს სხვებთან ერთად ცხოვრება და მუშაობა. შესაბამისად, სოციუმში არსებობა აუცილებელია ადამიანობის როლის შესრულებისთვის ან ადამიანად ყოფნისთვის.
წიგნში ვაწყდებით რამდენიმე პრეკონცეპტს, რომლებიც ლოგიკურ ჯაჭვს არღვევენ. მაგალითად: მეთოდოლოგიების განსხვავებულობას არისტოტელე მიჰყავს დასკვნამდე, რომ კარგი ისაა რასაც ყველა ფიქრობს რომ კარგია. (1172b35-1173a2). ეს პრეკონცეპტი ვინტგენშტეინის (1889–1951) ანალიზის მიხედვით იყო ერთ-ერთი, რამაც წამოიწყო კარტეზიანული (დეკარტისეული) სკეპტიციზმი, რასაც ვინტგენშტეინი ბუნებრივ რეაქციად აღიქვამს.
ნაშრომი გააკრიტიკებს „ნიკომაქეს ეტიკის“ პირველ, მეორე და მესამე წიგნებს. წიგნების მოკლე აღწერა:
წიგნი I: ყველა მიიღწვის იმისკენ, რაც მათ ჰგონიათ რომ არის ბედნიერება. სიქველის შესწავლა ბედნიერების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება;
წიგნი II: სიქველის ფილოსოფიის შესახებ;
წიგნი III: კონკრეტული სიქველეების ბუნების შესწავლა.
პირველ წიგნში, არისტოტელე იწყებს განცხადებით, რომ ყველა მეცნიერებას გააჩნია დასასრული, რომელსაც ამ მეცნიერებაში მოღვაწეობით უახლოვდება აგენტი. მაგალითად მედიცინა, რომლის მიზანია ჯანმრთელობა, ხოლო აგენტის, რომელიც მედიცინას პრაქტიკაში იყენებს, ექიმის, მიზანია პაციანტები განკურნოს და მათ ჯანმრთელობას მიაღწიოს. ფილოსოფიურად ეს ლოგიკური შეფასებაა, რადგან მეცნიერება ვერ განვითარდება და ვერ იფუნცქიონირებს თუ მას არ გააჩნია მიზანი, რადგან მიზნის გარეშე შეუძლებელია რაიმე შესაბამისი მიმართულებით სიარული (Aristotle, 1996). როდესაც A პუნქტიდან იწყებ სიარულს და არ გაქვს მიზანი, ან საეთოდ ვერ მიხვალ D პუნქტში, ან B და/ან C პუნქტების გამოტოვებით, ან სხვა არასაჭირო პუნქტების გავლით, რაც არცეთ მეცნიერებაში არ უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით მედიცინაში. მედიცინა, რომ დასასრულად ჯანმრთელობას არ ისახავდეს, როგორ შეძლებდა ექიმი პაციენტის განკურნვას?
დავუბრუნდეთ შესავალში განცხადებულ საკითხს – რატომ არის განათლებული აგენტი უკეთესი ვიდრე გაუნათლებელი. რადგან უკვე განვიხილეთ და ლოგიკურად შევაფასეთ მეცნიერების ბუნება, ახლა თვითონ აგენტების ბუნება გავაკრიტიკოთ, რომლებიც ამ მეცნიერებას პროცესში იყენებენ. არისტოტელე წერს: „ზოგი მიზანი თვით მოქმედებაშია, ზოგი კი მოქმედების შედეგში.“ ( არისტოტელე, 2003). გარემოება სადაც ექიმი ცდილობოს მიზნის (ჯანმრთელობის) მიღწევას მოქმედებით (მედიცინით) ლოგიკურია დავასკვნათ, რომ აგენტი (ექიმი), რომელიც უფრო განათლებულია მეცნიერებაში (მედიცინაში) და გააჩნია მეტი პრაქტიკული ცოდნა არის უკეთესი ვიდრე გაუნათლებელი და ნაკლები პრაქტიკული ცოდნით, რადგან თუ მედიცინის მიზანია ჯანმრთელობა, მაშინ ამ მიზანს განათლებული ექიმი უკეთ მიაღწევს.
წ1. მედიცინის მიზანია ჯანმრთელობა;
წ2. პაციენტის განკურნება უფრო მარტივია, როდესაც ექიმმა იცის თუ როგორ განკურნოს იგი;
დ. განათლებული ექიმი უკეთ და უფრო მოკლე დროში განკურნავს პაციენტს.
აშკარაა ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც არისტოტელემ ააგო, რაგან თუ ქმედებას გააჩნია მიზანი, ამ მიზანს განათლებული უკეთ მიაღწევს. ეს სისტემა ყველა სხვა დანარჩენ პროფესიაში, მეცნიერებასა და ქმედებაშია, რომელსაც მიზანი გააჩნია.
არისტოტელე ამბობს, რომ კვლევის დასაწყბად საჭიროა ის პირველ-პრინციპები, რომლებიც ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ კვლევას საფუძველი მივცეთ. თუმცა პირველ-პრინციპები, რომლებიც ჩვენთვის არის ცნობილი (ან გაცხადებული) შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, პირველი – „ის რაც ჩვენ ვიცით“ და მეორე – „რაც თავის თავად არის ცნობილი“. შესაბამისად ყველანაირი კვლევა უნდა იწყებოდეს ამ ორი ტიპის პირველ-პრინციპზე, როგორც ფუნდამენტზე, დაყრდნობით და არც ეთიკის ფილოსოფიური კვლევაა გამონაკლისი. ეთიკაში ასეთი ბუნების მქონე პირველ-პრინციპია ის, რომ ყველა ადამიანი ბედნიერებისკენ მიისწრაფვის. თუმცა აქ არისტოტელე აკეთებს პრობლემატურ კომენტარს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ ბედნიერებისკენ მიისწრაფვიან, ვერავინ თანხმდება იმაზე თუ რა არის ბედნიერება. საზოგადოების ყველა წევრს უნდა ერთი რამ, თუმცა ეს ერთი ყველა წევრისთვის სხვა და სხვაა (Kenny, 2024). ამ პრობლემის მოსაგვარებლად არისტოტელე აყალიბებს მეთოდოლოგიურ სისტემას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კარგი უნდა განისაზღვრებოდეს კატეგირიებითა და ხარისხით. მაგალითად: აბსოლუტი (ის რაც არის თავისთავად; თავისთავადი), ან სუბსტანცია, ამ ორიდან ორივე უფრო პრიორიტეტულია ვიდრე რელატიური. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აბსოლუტური კარგი (სიქველე) არის პრიორიტეტული ვიდრე რელატიური კარგი (სიქველე). არისტოტელეს ეს სისტემა ლოგიკურად შეესაბამება ერთმანეთს, თუმცა პრობლემა ჩნდება იმაში, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ამ სისტემაში კატეგორიები და ხარისხები. არისტოტელეს პირდაპირი პასუხია: „ღმერთი ან ინტელექტი“ .
შემდეგი საკითხი, რომელსაც წიგნში ვხვდებით არის ის, რომ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველა მეცნიერებას აქვს მისი საკუთარი მიზანი, მაშინ ყველა ერთი და იგივე მიზანი აუცილებლად უნდა იყოს ერთი მეცნიერბის ნაწილი. ექიმის მიზანი, რომ გამოაჯანმრთელოს პაციენტი, ვერ იქნება სამართლის მეცნიერების ნაწილი. შესაბამისად, ეთიკის მიზანი, არისტოტელეს მიხედვით, რომ საზოგადოებამ უკეთესად იცხოვროს, მიიღწევა კარგის კეთებით, აქედან გამომდინარე, ეთიკა არის მეცნიერება, სადაც სიქველით ანუ ქმედებით, მიიღწევა უკეთესი ცხოვრების ხარისხი ანუ შედეგი.
მეორე წიგნის მთავარი საკითხია სიქველის ბუნება. როგროც ზემოთ ავღნიშნე, სიქველის ხარისხი, არისოტელეს მიხედვით, განისაზღვრება ღმერთითა და ინტელექტით. აქედან გამომდინარე, სიქველე არის ორი სახის მორალური და ინტელექტუალური. ორივე სახის სიქველე ყალიბდება გამოცდილებით დროთა განმავლობაში და შეისწავლება ქმედებით (არისტოტელე, 2003). შესაბამისად, ეთიკური სიქველე არის ჩვევის (ethos) პროდუქტი. სიქველის ეთიკის ფუნდამენტი არისტოტელეს ფილოსოფიაში არის შემდეგი ფორმულა: მოიქეცი სწორი პრინციპის შესაბამისად (Aristotle, 1996).
კარდინალური საკითხი, რომელსაც მეორე წიგნი ეხება არის ზღვარი ან ეგრედ წოდებული „ოქროს შუალედი“. გამომდინარე იქედან, რომ სიქველეს პირდაპირ კავშირშია ქმედებებთან და ემოციებთან, მას ჩვენთვის მოაქვს ან სიამოვნება ან ტკივილი. ქმედებები და ემოციები კატეგორიებად, რომ დავყოთ და შევაფასოთ მაგალითად განვიხილოთ შიში. არის თუ არა შიში სიქველე? ან როგორი შიში არის სიქველე? სწორედ ამ კითხვებს პასუხობს არისტოტელე. მეომარი, რომელსაც ომში წასვლის ეშინია შეირაცხება როგორც „მშიშარა“ და მხდალი, ლოგიკურად, ნეგატიურ კონტექსტში მარტივი იქნებოდა, რომ დაგვესკვნა, შიში არ არის სიქველე, თუმცა განვიხილოთ მეორე ვარიანტიც, შიშის უქონლობა ან ნაკლებობა (თავდაჯერებულობა), მაგალითად ადამიანი, რომელმაც ცურვა არ იცის შიშის ნაკლებობის (თავდაჯერებულობის) გამო ხტება ღრმა წყალში და იხრჩობა, ამ შემთხვევაშიც არც შიშის ნაკლებობა არის სიქველე. აქედან გამომდინარე, თუ არც გადაჭარბებული შიში და არც მისი ნაკლებობაა ეთიკურად სიქველე, უნდა არსებობდეს შუალედი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სიქველე, ანუ სიმხდალის ფუნდამენტურად საწინააღმდეგო, რაც არის სიმამაცე. სიმამაცე არის „ოქროს შუალედი“, რომელიც ადამიანმა უნდა დაიჭიროს შიშის ნაკლებობასა (სიმხდალესა) და გადაჭარბებას (თავდაჯერებულობას) შორის. სიქველის ეთიკის ეს მეთოდოლოგიური მიდგომა ვრცელდება ყველა ემოციაზე (იხილეთ: ფიგურა #1)
ფიგურა #1
მას შემდეგ, რაც არისტოტელე დეფინიციას უკეთებს და აყალიბებს სიქველის ეთიკის სისტემას მეორე წიგნში, მესამე წიგნში იგი განიხილავს მორალურ ვალდებულებებსა და სიქველის მორალს.
მორალური ვალდებულებების აღწერისას ის გამოყოფს ორი სახის ქმედებებს, რომლებსაც მორალური ვალდებულებების შესრულებისას ვხვდებით, ესენია: ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი. არანებაყოფლობითია ყველა ქმედება, რომელიც გაკეთდა უმეცრებითა და უცოდინრობით, ხოლო ნებაყოფლობითია – ცნობიერულად გადაწყვეტილი.
მორალური ვალდებულებების შესრულებაში დიდი წვლილი შეაქვს არჩევანსა და მიზანის, რამეთუ ეს ორი განსაზღვრავს ქმედების ნებაყოფლობითობასა და არანებაყოფლობითობას. ლოგიკურად, თუ ქმედება განზრახ არის ჩადენილი, მაშინ ის ამავდროულად არის ნებაყოფლობითი, თუმცა არისტოტელეს სიქველის ეთიკის ამ სისტემაში შემოაქვს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც ის განმარტებას უკეთებს არჩევანს. აგენტი განზრახ ჩაიდენს თუ არა ქმედებას ნებაყოფლობითობას პირველ რიგში განსაზღვრავს ცოდნა. თუ აგენტმა განზრახ გააკეთა რაიმე, თუმცა მას არ ჰქონდა ცოდნა იმის შესახებ თუ რა მოჰყვებოდა მის ქმედებას, მაშინ ეს ქმედება მაინც არ არის ნებაყოფლობითი, რადგან მან არ იცოდა შედეგები. თუმცა, მიუხედავად ამისა, აგენტის ქმედება დასრულდა ცუდი შედეგებით უმეცრების გამო, მაშინ ეს ქმედება მაინც უნდა განიხილებოდეს ნებაყოფლობით, რადგან ქმედება არ უნდა განისჯებოდეს მხოლოდ მიზეზებით, არამედ შედეგებითაც. ეს არისტოტელეს ეთიკური სისტემის ლოგიკურ გაუმართაობაზე მიუთითებს, რადგან გამომდინარეობს, რომ თუ სიქველე არის საკუთარი ნებაყოფლობით გაკეთებული ქმედება და ასევე ცოდნით, თუმცა განზრახ ჩადენილიც ნებაყოფლობითია, მაშინ უმეცრებითა და განზრახ ჩადენილიც უნდა იყოს სიქველე, რაც თვითშეწინააღმდეგებადია სისტემის ფუნდამენტთან, რომ განათლებული აგენტი უკეთესია ვიდრე გაუნათლებელი. არჩევანი როგორც წინდახედულობა დაკავშირებულია მიზეზებთან და არა შედეგებთან (1111b26-27). თუ ეს ასეა, ლოგიკური თვით-წინააღმდეგობა აშკარა ხდება, რადგან პირველი წიგნის დასაწყისში, როგორც ეს უკვე ზემოთ ავღნიშნე, არისტოტელე ამბობს რომ ქმედება პირდაპირ კავშირშია მიზანთან, რომ ყველა მეცნიერებას გააჩნია მიზანი და შედეგი, რომლისთვისაც ის არსებობს. თუ ექიმი იმ შედეგის გამო არ კურნავს პაციენტს, რომ იგი ჯანმრთელი იყოს, მაშინ მედიცინაში არ არსებობს სიქველე, რადგან მას არ გააჩნია მიზანი და შედეგი, რომელიც იქნება სიქველე პაციენტისთვის.
შესაბამისად, დებულება, რომ ქმედება მხოლოდ დაკავშირებულია მიზეზთან და არა შედეგთან, არისტოტელეს ნიკომაქეს ეთიკის სისტემას ხდის თვითშეწინააღმდეგებადს, არალოგიკურს.
არისტოტელეს წიგნი: „ნიკომაქეს ეთიკა“ ქმნის სიქველის ეთიკის სისტემას, რომელიც მიზნად ისახავ უკეთესს საზოგადოებრივ ცხოვრებას, თუმცა ქმედებების მიზეზებით განსჯისას, ეს სისტემა თავად ეწინააღმდეგება ამ სისტემის არსებობის მიზანს, როდესაც ყველა მეცნიერება მიზნისთვის არსებობს, როგორც მედიცინა ჯანმრთელობისთვის, ასევე ეთიკაც.
ბიბლიოგრაფია
არისტოტელე, თრგ. კუკავა, თ. (2003) ნიკომაქეს ეთიკა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 25, 46.
Aristotle, tr. Griffith, T. (1996) Nichomachean Ethics, Wordsworth classics of world literature, pg. 3, 35.
Bykova, M. F. (2017, April 18) New Insights into Aristotle’s Ethics, Russian Studies in Philosophy, p. 449-455.
Kenny, A. J. P. (2024, Jan 05) The Ethics Centre - Aristotle, the Ancient Greek Philosopher, Britannica.
Kraut, R, (Fall 2022 Edition) Aristotle’s Ethics, The Stanford Encyclopedia of Philosophy