ფილოსოფია

ცნობიერება ღვთის შესახებ

  • ავთანდილ ლომთათიძე
  • 26 ნოემბერი, 2022

1.1 ცნობიერება ღვთის შესახებ

ღვთის ცნობიერების შესასწავლად და მის შესამეცნებლად, პირველ რიგში, საჭიროა დიალექტიკური პროცესი, რომელშიც დიალექტიკა ემსახურება რელიგიისა და ცნობიერების შესწავლას. ეს დიალექტიკური სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ისეთ სისტემას, რომელიც სწორად ახსნის კავშირს ადმიანურ ცნობიერებასა და ღმერთის კონცეპტს შორის.

ჰეგელიანურად დიალექტიკურმა მეთოდმა, რომ ეს ახსნას მას რელიგიური ცნობიერების განვითარება სჭირდება, ხოლო რელიგიური ცნობიერება ადამიანის არსებობის ისტორიდან მოყოლებული ვითარდება. ისტორიული განვითარება ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებას უძღვის წინ. ეს უკანასკნელი შემდგმოში განაპირობებს პროგრესს ადამიანის გონიერებასა და თვით-შემეცნების უნარში. ჰეგელიანურად ადამიანმა ღვთის შესახებ, რომ მოიპოვოს ცნობიერაბა ან ცოდნა, ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა რელიგიური ცნობიერების მიღწევა, რომელიც გამოიყენებს დიალექტიკურ სისტემას ღმერთზე ცნობიერების მოსაპოვებლად.

• ამისათვის დეფინიცია გავუკეთოთ ღმერთს: ღმერთი არის იმანენტური; არაა სუბიექტი (ფიხტეანურად); ასევე ღმერთი არის ყველაზე ზოგადი (რომელიც ჰეგეთან არის არსებობა, და სადაც არსებობა და ღმერთი არაა გამიჯნული); ის არის თვითშემეცნებითი (რადგან ღმერთი და არსებობა არაა გამიჯნული).

1.2. დიალექტიკური პროცესი

ეს დიალექტიკური სისტემა შედგება სამი ეტაპისგან, რომელიც ადამიანის სულმა (Geist) უნდა გაიაროს, რომლებიც ადამიანს შემდგომში ეხმარება ღმერთის შინაარის შესახებ ობიექტური მხარის გასაგებად. ეს სამი ეტაპია: (1) სუბიექტური სული, (2) ობიექტური სული, (3) აბსოლუტური სული.

(1) სუბიექური სული, რომელიც პირველი ეტაპია გონის განვითარების, ვლინდება ბუნებრივი ფორმით. შესაბამისად სუბიექტური სული ადამიანში ვლინდება ანტროპოლოგიურად;

(2) ობიექტური სული ადამიანში უკვე მორალისა და სამართლის დონეზე ვლინდება;

(3) აბსოლუტური სული ადამიანში ვლინდება ხელოვნების, რელიგიისა და ფილოსოფიის სახით.


დიქლექტიკური მეთოდის უკეთ გასააზრებლად აუცილებეია გავაანალიზოთ, რომ ეს სამი ტაპი შესაბამისობაში მოდის რელიგიური ცნობიერების ჩამოყალიბება-განვითარების სამ ეტაპებთან: (I) უშუალო (ბუნებრივი) რელიგია, (II) გამოცხადების რელიგია, (III) აბსოლუტური რელიგია.

(I) უშუალო ან ბუნებრივი რელიგია (Naturliche Religion) სულის მიერ მანიფესტირებულია პრიმიტიული ან მისტიური რელიგიის სახით, რომელის მცდებობაც იყო, რომ აეხსნა თუ რა იყო ღვთიური. მაგ: მზის თაყვანისცემა, ტოტემიზმი, და ა.შ. ასეთი რელიგიური ცნობიერება ჩამოყალიბებულია (1) სუბიექტური სულის მიერ.

(II) გამოცხადების რელიგია უკვე შედარებით განვითარებული რელიგიური ცნობიერების პროდუქტია, რომელსაც დახვეწილი სტრუქტურის მქონე სისტემა გააჩნია. მსგავსი სტრუქურის მიერ ჩამოყალიბებულ რელიგიებს გააჩნიათ წმინდა წერილებიც, რომლებიც მეთოდოლოგიურად წარმოაჩენენ იმას, თუ რა არის მორალი და სამართალი. გამოცხადების რელიგიის სისტემური სტრუქტურა ჩამოყალიბებულია (2) ობიექტური სულის მიერ.

(III) აბსოლუტური რელიგია, ჰეგლიანურ რელიგიის ფილოსოფიაში, რელიგიის ჩამოყალიბების ბოლო ეტაპია, რომელიც წარმოადგენს (3) აბოსლუტური სულის მიერ უშუალოსკენ (აზროვნებისკენ) წასვლით არის მანიფესტირებული. აბსოლუტური რელიგა ღვთაებრივისა და ღვთის ცნობიერების გაგების ფილოსოფიურ ღრმა ანალიზს ქმნის აბსტრაქტული, რაციონალური და სპეკულაციური მეთოდების გამოყენებით.

შესაბამისად, ცნობიერება ღვთის შესახებ ამ დიალექტიკური მეთოდით არის წარმოჩენილი.

ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად."

არისტოტელე
ფილოსოფოსი

2.1 ობიექტური მხარე – შინაარსი ღმერთის შესახებ

იმისათვის, რომ ცნობიერებამ ობიექტური მხარე შეისწავლოს, ანუ შენაარსი ღმერთის შესახებ, ამისათის საჭიროა ზემოთ აღწერილი დიალექტიკური მეთოდის ყველა ეტაპის გავლა, რადგან ბოლო ეტაპზე ადამიანის ცნობიერი ჰეგელიანურად შეიცნობს აბსოლუტურ ცოდნას (ცნობიერების უმაღლესი ეტაპი), რომელიც ერთადერთი გზაა ღმერთზე ცნობიერების მოსაპოვებლად ადამიანისთვის.

შესაბამისად, ობიექტური მხარის გასაგებაად აუცილებელია ადამიანური ცნობიერება, სადაც ადამიანური ცნობიერება და შინაარსი ღმერთის შესახებ პირდაპირ პროპორციულია. რაც უფრო მეტად იზრდება პირველი, მით მეტად იზრდება მეორე. ობიექტური შინაარსის მოსაპოვებლად კი აბსოლუუტური ცნობიერია საჭირო, რადგან ჰეგელთან ღმერთს გააჩნია ცნობიერი (ასევე როგორც განვმარტე ღმერთი არის სიბიექტი ფიხტეანურად, ამიტომ გააჩნია არაცნობიერიც) შესაბამისად: „ასე არის ღმერთი მოძრაობა თავის თავში და ასე არის იგი ღმერთი“ (ჰეგელი). ღმერთი თავად მოიპოვებს ცოდნას თავის თავზე, ადამიანმა კი ღმერთის მიერ თავის თავზე მოპოვებული ცოდნა, რომ შეიმეცნოს საჭიროა „აბსოლუტური ცოდნა“, რომელიც მიიღწევა აბსოლუტური სულით.

ღმერთის შესახებ შინაარსის მისაღებად უკვე განვმარტე თუ რა არის საჭირო, თუმცა რას მოიცავს თვითონ ეს შინაარსი? შინაარსი ღმერთის შესახებ (ობიექტური) განვმარტოთ ასე: ინფორმაცია, აღწერა და შინაარსი ღმერთის შესახებ, რომელიც მოპოვებულია რელიგიური და ფილოსოფიური სისტემით აბსოლუტური სულის მიერ. შესაბამისად ობიექტური მხარე, შინაარსი ღმერთის შესახებ, უნდა აღწერდეს ღმერთის ბუნებას.

3.1 აზროვნება ღმერთის შესახებ

აზროვნება ღმერთის შესახებ წარმოდგენილია დიალექტიკური მეთოდების ეტაპებში. აზროვნება ღვთაებრივის შესახებ ვითარდება და იხვეწება, ბოლო ეტაპზე უკვე აზროვნებას ვიღებთ ბევრად კომპლექსურ მეტაფიზიკურ საკითხებზე, შესაბამისად, ღმერთზეც. ჰეგელიანურად, რომ შევხედოთ, „მე“-ს ფენომენი, რომლისთვისაც ყველაფერი აზროვენბისთვისა და შემეცნებისთვისაა, ღმერთის მიერ თავის თავზე მოპოვებული ცოდნის შენეცნებისკენ მიიღწვის. ასეთი ცოდნის მისაღებად, კანტიანურად რომ განვიხილოთ, საჭიროა აბსტრაქტული და კონკრეტული მაგალითები (კანტის აზრით ეს ორი საჭიროა ფილოსოფიური წიგნის წერისას, თუმცა ამ შემთხვევაში განვიხილავ აბსოლუტური ცოდნის მაგალითებს).

აზროვნება ღვთის შესახებ გამომდინარეობს და მოპოვებულია ღვთის შესახებ ცნობიერებითა და მისი ობიექტური მხარით, ანუ შინაარსით და ასევე აზროვნებიდან. ეს დიალექტიკური პროცესი ანალოგია იმისა, თუ როგორ იქცევა ღმერთი ჰეგელიანურად, როდესაც მისგან გამომდინარეობს ყველაფერი და ისევე მას უბრუნდება. ადამიანის, როგორც სუბიექტის ცნობიერება და აზროვნება ღვთის შესახებ გამომდინარეა იმ უშუალოდან, რომლისკენაც თავად მიდის. აბსოლუტური სული ღმერთის შინაარს აფართოვებს, ისევე როგორც ღმერთი, რომელიც უარყოფის უარყოფას ახდენს, იმ სასრულის მოხსნით, რომელიც მან თავად დააწესა. შესაბამისად აზროვნება ღმერთის შესახებ ადამიანის მიერ, როგორც დიალექტიკური მეთოდი, ღმერთის თვითშემეცნების მსგავსია (განსხვავებულია ბუნებით), რადგან ეს ორი ერთსა და იმავეს შეიმეცნებენ.

ავთანდილ ლომთათიძე

ფილოსოფოსი

რეკომენდირებული სტატიები

  • 11 მარტი, 2025

სხეულისა და სულის დაყოფის შესახებ

სხეული, სული, გონი, პლატონი, სპინოზა, ქრისტიანობა.

ავთანდილ ლომთათიძე
ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია
  • 28 იანვარი, 2023

დევიდ ჰიუმი ტესტიმონიის შესახებ

სასწაულები და ტესტიმონია

ავთანდილ ლომთათიძე
ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია