მოცემულ სტატიაში, შევეცდები ვაჩვენო, რომ არასდროს ვართ გამართლებული დავიჯეროთ სასწაულებრივი ხდომილების არსებობა ტესტიმონიი საფუძველზე. ნაშრომის მიზანია კრიტიკულად გააანალიზოს დევიდ ჰიუმის შეხედულება და მისი არგუმენტის რეკონსტრუქცია.
პირველი ეტაპი სტატიაში დაეთმობა დევიდ ჰიუმიუს არგუმენტის რეკონსტრუქციას სასწაულების ტესტიმონიის შესახებ. ამ სექციაში განვმარტავ თუ რა არის სასწაული, რადგან ნათლად იყოს წარმოდგენილი ამ უკანასკნელის ხდომილების ბუნება. დეფინიცია მოგვიანებით გამოყენებული იქნება ლოგიკური სილოგიზმების ასაგებად.
მომდედვნო სექციაში გაეცნობით რეკონსტრურებული არგუმენტის კრიტიკულ შეფასებას. არგუმენტი იქნება გატარებული ლოგიკურ სპექტრში, ამრიგად შემოწმებული იქნება არგუმენტის ესენციურობა და ფორმა. ამავდროულად განხილული იქნება აუცილებლად გამომდიანრეობს თუ არა ლოგიკურ სილოგიზმში დასკვნა წანამძღვრებიდან. ასევე, გაანალიზებული იქნება თუ სოციუმში რის ხარჯზე ხდება სასწაულის ფენომენი დამაჯერებელი. ბოლოს, რა თქმა უნდა იქნება დასკვნა, სადაც მოკლედ განვიხილავ და შევაფასებ სტატიაში ხსენებულ არგუმენტებსა და კონცეპტებს.
დევიდ ჰიუმიუს „სასწაულთა შესახებ“ არგუმენტის რეკონსტრუქციისთვის აუცილებელია სასწაულის განმარტება, რათა არგუმენტს ჰქონდეს საფუძველი. სასწაული არის ქმედება ან მოქმედება, რომელიც არღვევს ბუნების კანონს. შესაბამისად, სასწაულის ბუნება ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. ბუნებაში არაფერია ისეთი, რაც სცდება მიზეზ-შედეგობრიობას. მაგალითად, გრავიტაცია არის ბუნების კანონი, რომლის შესაბამისადაც მოქმედებს ნებისმიერი ობიექტი. ამიტომ, გრავიტაცია არის მიზეზი, რის გამოც ნებისმიერი ვაშლი, რომელიც ხეს მოსწყდება, ჩამოვარდება ძირს. ხოლო შემთხვევა, როდესაც საგანი გრავიტაციის კანონს დაარღვევს, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სასწაული, რომელიც არღვევს ბუნების კაუაზლობას.
წ1. სასწაული არღვევს ბუნების კანონებს (არაბუნებრივია);
წ2. ბუნებაში ვერაფერი არაბუნებრივი ვერ მოხდება;
დ. სასწაული ბუნებაში ვერ იარსებებს.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტი საკმარისია სასწაულის ტესტიმონიაში ეჭვის შესატანად, თუმცა არსებობს ისეთი სასწაულები, რომელთა ცდისა და აწონ-დაწონვის შემდეგ, მათი რეალურობა ალბათობზე ხდება დამოკიდებული. სასწაულის მოწმეთა მონათხრობიდან, სასწაულის რეალურობაზე მტკიცება განიხილება, როგორც ალბათობა ან რეალური მტკიცებულება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ თუ მოწმეთა ტესტიმონია ცვალებადი და თვითშეწინააღმდეგებადია, თავად მოწმეთა მონაყოლთან, მაშინ ეს არის ალბათობა, ხოლო თუ მოწმეთა ტესტიმონია მუდმივად უცვლელია, მაშინ ეს არის მტკიცება (ჰიუმი, 1748). თუ არსებობს აქედან გამომდინარე, სასწაულების რეალურობა უნდა შეფასდეს ორნაირად, რაოდენობრივად (quantitative) და ხარისხობრივად (qualitative).
რაოდენობრივი შეფასების დროს, საჭიროა გავითვალისწინოთ მოწმეთა რაოდენობა, რადგან რაც უფრო მეტი აგენტია მომხდარის მოწმე, დარწმუნებლობა (assurance) მით უფრო მეტად იზრდება. სასწაულის, როგორც გამონაკლისის ხასიათის მოვლენის რეალურობას განსაზღვრავს დამსწრეთად რაოდენოება. სასწაულს რეალურობა, ჰიუმის მიხედვით, დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებიც არიან ამ გამონაკლისის მომსწრეები. მაგალითად, 1600 წლის პირველი იანვრიდან დედამიწა 8 დღით სიბნელემ მოიცვა და ამ ფაქტს დღევანდელობაში ბევრ სხვადასხვა ისტორიკოსთან ვხვდებით. მსგავს სიტუაციაში, ბუნებრივია რაოდენობრივი ფაქტორი სასწაულს დამაჯერებელს ხდის (1748). მზის დაბნელება, რაც, ჰიუმის აზრით, არის გამონაკლისი და სასწაული, რამდენადაც ბუნების წესებს არღვევს, რეალობას იძენს, როდესაც ორი ან მეტი სხვადასხვა ლეგიტიმური წყარო ადასტურებს ამ ფაქტს. თუმცა ჰიუმის სხვა მაგალითის მიხედვით, სადაც ცალფეხა კაცმა ფეხი ნაკურთხი ზეთით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას მთელი ქალაქი ადასტურებს, აუცილებელია, ეს განხილული იყოს ხარისხობრივი მიდგომით.
ხარისხობრივი პერსპექტივიდან სასწაულის შეფასებისას უფრო სუსტი და ნაკლებად რეალური ვერასდროს გააბათილებს უფრო ძლიერსა და მეტად დამაჯერებელს, რადგან ეს რაციონალურობას ეწინააღმდეგება (ჰიუმი, 1748). ცდის ჩატერების შემდეგ მიღებული დასკვნებით, რომელიც რაციონალურობიას ეყრდნობა, აგენტი ხდომილების რეალურობაში რწმუნდება სასწაულის ხარისხობრივი განხილვით, რადგან მტკიცებულება (evidence) ქმნის ალბათობას, რომელიც აგენტს დაეხმარება გადაწყვიტოს ტესტიმონიის რეალურობასა და სიცრუეს შორის რაციონალურად უპირატესი. შესაბამისად, როდესაც ტესტიმონიის რეალურობას განვიხილავთ (განსაკუთრებით აბსოლუტური მტკიცების პროცესში) დამაჯერებელია უძლიერესი მტკიცებულება, ასეთ შემთხვევაში ხარისხობრივად ერთის უფრო მაღლა დაყენებით მეორეზე, იმდენად იზრდება უფრო ძლიერის (რეალურის) დამაჯერებლობა, რამდენადაც მცირდება სუსტის (სიმცდარის).
პროპოზიციის უარყოფა და დამტკიცება, იმისა, რომ სასწაული მოხდა, ვერ იქნება ვალიდური, რადგან იმისთვის რომ ადამიანმა სასწაულის რეალურობა დაიჯეროს, აუცილებელია, მან ირწმუნოს ბუნების კანონების დარღვევა, რაც ძირითადად, ღვთაების ან ტრანსცენდენტალური არსების ძალის გამოყენებით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნების კანონების დარღვევას ვერცერთი ექსპერიმენტი დაადასტურებს, საჭიროა რომ საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად შეგვეძლოს ექპერიმენტის ჩატარება (მაგალითად, წყალზე სიარული). სასწაულის ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცება მის რეალურობაზე არის აბსოლუტური. გამომდინარე იქედან, რომ ბუნების კანონების დარღვევას ვერცერთი ექსპერიმენტი ვერ დაამტკიცებს, სასწაულს დამაჯერებელს ვერაფერი გახდის. ამგვარად, ღმერთი, ჰიუმის მიხედვით, გამოიყენება, როგორც საშულება, რომლითაც ემპირიულ რეალობაზე ბუნების კაუაზალობაზე იმარჯვებს სასწაული. თუმცა, ვინაიდან სასწაული არ ექვემდებარება გადამოწმებას და მხოლოდ რაოდენობრივი არგუმენტი არსებობს, მისი ხდომილება საეჭვო ხდება.
წ1. სასწაული არის ბუნების კანონის დარღვევა;
წ2. ბუნების კანონის დარღვევას ვერცერთი ექსპერიმენტი ვერ დაამტკიცებს;
წ3. სასწაულის რეალურობის მტკიცება არის აბსოლუტური;
წ4. ადამიანის ტესტემონია არაა აბსოლუტური მტკიცებულება;
დ. სასწაულის დამაჯერებლობას ვერაფერი დაამტკიცებს.
ზემოხსენებული მსჯელობის მიხედვით: არანაირი მტკიცებულება მოწმობს, რომ ტესტიმონიას შესაბამისი ბუნება აქვს იმისთვის, რომ სასწაულის რეალურობა დაამტკიცოს. ჰიუმის მიხედვით: ერთადერთი ლოგიკური გზა, რომ ეს მოხდეს არის, შემდეგი სახის:
თუ თვითონ მოწმობა იმ სახის არ არის, რომ მისი სიყალბე უფრო სასწაულებრივი არ იყოს იმ ფაქტზე, რომლის დადგენსაც იგი ცდილობს“
აქედან გამომდინარე, ადამიანი ვერასდროს შეძლებს სასწაულის რაციონალურ ვალიდირებას, ტესტიმონიის საფუძველზე.
არგუმენტი ნათლად წარმოაჩენს რომ სასწაული ლოგიკურად ვერ იქნება დაკავშირებული აბსოლუტურ აღქმასთან ან სრულ სიცხადესთან. ჰიუმი ამასთან დაკავშირებით ასახელებს ოთხ არგუმენტს:
1.ისტორიაში სასწაულებს მხოლოდ დელუზიური ადამიანები ავრცელებენ და არა განათლებულები;
2.სასწაული არის სასიამოვნო ემოციის (გაოცება, გაკვირვება) გამომწვევი და ამის გამო მიდრეკილია ხალხი ამის დაჯერებისკენ;
3.სასწაულები ვრცელდება ბარბაროსულ ერებში;
4.ყველა სასწაულის, რომლის სიყალბეც დამტკიცებულია, არ არსებობს ისეთი მოწმობა, რომელიც მის სიყალბეს ვერ დაამტკიცებს, ან პირიქით გააქარწყლებს. (McGrew, 2019)
ეს ყველაფერი იწვევს უსაფრთხოებას რელიგიებს შორის, რადგან როგორც ჰიუმი აკეთებს შენიშვნას, უამრავ რელიგიაში ვხვდებით სასწაულს, როგორებიცაა: ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ჩინური რელიგიები, ბუდისტური და ჰინდუისტური რელიგიები, შეუძლებელია რომ ყველა ამ სხვადახსვა რელიგიის მიმდევარი ამტკიცებდეს, რომ ღვთაება ან ტრანსცედენტალური ქმნილება (რომელიც აბრაამისტულ რელიგიებში მხოლოდ ერთადერთია) ახდენს მხოლოდ თავისი რელიგიის მიმდევრებისთვის სასწაულს და არა სხვებისთვის, აქედან გამომდინარე, ყველა რელიგიაში ვხედავთ იმას თუ როგორ ახდენს ამ რელიგიის ღმერთი სასწაულს, რომელიც მხოლოდ მათ რელიგიაში ხდება და გმობენ იდეას, რომ ეს სხვის რელიგიაშიც ხდება, და რომ მხოლოდ მათი რელიგიაა ჭეშმარიტი და სხვა დანარჩენს უარყოფს. შედეგად, ვიღებთ ლოგიკურ დასკვნას, რომ სასწაულები სხვადასხვა რელიგიებში არის თვითშეწინააღმდეგებადი ბუნების (Russell, 2021).
არგუმენტი სწორად აფასებს a prior მნიშვნელობას სასწაულებთან მიმართებაში. ჰიუმი წერს, რომ ვერცერთ ადამიანს ვერ ექნება a prior თქმა თუ რა მოჰყვება ისეთ ვითარებას, რომელიც მისთვის სრულიად უცნობია. თუმცა ადამიანს შეუძლია a prior განასხვავოს რეალობა და ილუზია, რაც არგუმენტის რეკონსტრუქციაში ნათლად არის წარმოჩენილი.
არგუმენტი ლოგიკურადაა გამართული, ფუნდამენტზე დაშენებული კონცეპტებით არის აწყობილი. სასწაულის ბუნების გამო, შეუძლებელია ადამიანმა მისი რეალურობა დაიჯეროს რაციონალურად. ლოგიკურად შეუძლებელია არსებობდეს მტკიცება, რომელიც სასწაულის აბსოლუტურ ჭეშმარიტებას დაუმტკიცებს ადამიანს.
ბიბლიოგრაფია:
ჰიუმი, დ. (1748) გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ, კარპე დიემ, გვ. 124-149;
McGrew, Timothy, "Miracles", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Spring 2019 Edition), Edward N. Zalta (ed.);
Russell, Paul and Anders Kraal, "Hume on Religion", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2021 Edition), Edward N. Zalta (ed.).